ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ცოლიკაური მოყვანილია კახეთში, ვაჩნაძიანში.
ღვინო გამოირჩევა კარგად დაბალანსებული ალკოჰოლით, ხილის არომატითა და ხალისიანი გემოთი. დროთა განმავლობაში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ტონებს.
ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით.
მიირთვით სალათებთან, ზღვის პროდუქტებთან, ყველთან.
‘’ცოლიკაური’’ საუკეთესო თვისებებს ავლენს 6-8°C
წელი: 2019