ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში მოყვანილია კახეთში, ვაჩნაძიანში.
ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული ქისის ჯიშური არომატით, ატმისა და ანანასის ტონებითა და ქარვისფერი შეფერილობით.
გამოირჩევა სრული დაბალანსებული მაჟავიანობითა და ექსტრაქტული გემოთი. აქვს მწიფე, რბილი და ხავერდოვანი ტანინები.
მიირთვით დავარგებულ ყველთან, შემწვარ ხორცთან, ქართულ ტრადიციულ ცომეულთან.
,,ქისი“ საუკეთესო თვისებებს ავლენს 13-16°C
წელი: 2019