შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში ,,მომხმარებელი’’) და შპს „კახელები“ (შემდგომში „კომპანია“ ან Shop.kakhelebi.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ Shop.kakhelebi.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებას.

წინაპირობები

ვებ-გვერდზე შეკვეთის გაკეთება ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო მომსახურების წესებსა და პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.

პროდუქციის შეძენა და მიღების წესები

  • შეკვეთა შეგიძლიათ ყოველდღე 10:00 – 20:30
  • მომხმარებელი Shop.kakhelebi.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს ყიდვისას მითითებული საფასურის გადახდის შემდგომ;
  • შესაფუთ მასალებში შედის : მაღალი ხარისხის ალუმინის ფოლგის კონტეინერები, შუშის ქილები, მაღალი ხარისხის პოლიეთილენის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, შეკვეთილი                      პროდუქციის ჯამურ ღირებულებას ემატება 10 % (შესაფუთი მასალების ღირებულება);
  • შეკვეთის განთავსების შემდგომ შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც გატანის ასევე მიტანის მომსახურეობით;
  • შეკვეთის მიწოდება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე კომპანიის კურიერის მეშვეობით;
  • პროდუქციის შეკვეთისას აუცილებელია მისამართი და საკონტაქტო ნომერი სწორად იყოს მითითებული;
  • შეკვეთის მიწოდების საფასური თბილისის ნებისმიერ უბანში შეადგენს 6 ლარს;
  • კონკრეტული კერძის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი და შესაძლებელია კერძი ჩანაცვლდეს შეთანხმებისამებრ;

ანგარიშსწორება

  • მომხმარებელს ანგარიშსწორება შეუძლია საბანკო ბარათის გამოყენებით;
  • მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას;

თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ:

  • გადაადგილების შედეგად პროდუქტი დაზიანებულია;
  • ვებ-გვერდზე შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად მიიღებს სხვა პროდუქტს;

მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენი ოპერატორი თავად დაუკავშირდება მას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ, Shop.kakhelebi.ge-ს გუნდი, გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;

შეკვეთის შემდეგ ღილაკზე ,,ვეთანხმები’’-ს დაჭერით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტზე არსებულ წესებსა და პირობებს.